სიახლე
საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა და მღვდლად კურთხევა ნარაზენის ტაძარში
26/12/2025
ნარაზენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღესრულა
ნარაზენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღესრულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ტაძრის დიაკონ ლევან ბიგვავას მღვდლად დაასხა ხელი. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე გერასიმემ ქადაგებით მიმართა მრევლს, მიულოცა წმ. ამბროსი მედიოლანელის ხსენების დღე და ახალკურთხეულ მღვდელს წარმატებები უსურვა სამწყსო მოღვაწეობაში. "ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს მღვდელ ლევანის სამღვდელო მოღვაწეობა! ამინ!"